ვიქტორ ფონტმა, რომელიც „ბარსელონას“ პრეზიდენტობისთვის იბრძოდა, განაცხადა, რომ ლიონელ მესის შენარჩუნება შესაძლებელი იყო. როგორც მან აღნიშნა, გეგმაც ჰქონდა, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი შეენარჩუნებინა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ლეო მესის წასვლის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ჩვენი გეგმის მიხედვით შეგვეძლო სახელფასო ფონდის შემცირება და ეს მოგვცემდა მანევრის საშუალებას მესის სიტუაციაში. ჩვენ ვგეგმავდით მისთვის უვადო კონტრაქტის შეთავაზებას“, - თქვა ფონტმა.
შეგახსენებთ, ვიქტორ ფონტი „ბარსელონას“ პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჟოან ლაპორტასთან დამარცხდა.