ფეხბურთი

20:52 | 19.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა: "დე ლიხტი მზადაა კარიერაში ახალი ეტაპისთვის და თვითონაც იგივეს ფიქრობს"

მატიას დე ლიხტის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი მზადაა შემდეგი ნაბიჯი გადასადგმელად და „იუვენტუსის“ დასატოვებლად. რაიოლა მიიჩნევს, რომ დე ლიხტის იმავე აზრზეა.

„ის მზად არის ახალი ნაბიჯის გადასადგმელად და ვფიქრობ, თვითონაც ასე ფიქრობს. იტალიაში ამბობენ: ღმერთსა და ეშმაკს თაყვანს ვერ სცემ, არჩევანი უნდა გააკეთო. მეც ჩემს ფეხბურთელებთან მიმართებაში ასე ვმუშაობ. ეს არ ნიშნავს, რომ კლუბების განადგურება მინდა, როგორც ბევრს ჰგონია. მინდა დავიცვა ჩემი ფეხბურთელები და მათი ეკონომიკური ინტერესები.

ვერ ვხედავ პრობლემა რაშია. ავიღოთ დე ლიხტის ტრანსფერი „იუვენტუსში“. მას ძალიან უნდოდა წასვლა, მაგრამ „აიაქსი“ სულ უფრო მეტს ითხოვდა. ფეხბურთელებს და კლუბებს ვხვდები და მერე ამით ორივე სარგებლობს. არავის ვაიძულებ რამე გააკეთოს. თუ მოთამაშეებს და კლუბებს სურთ აგენტების გარეშე იყვნენ, ეს უნდა გააკეთონ. ჩემი ინტერესი ყოველთვის ფეხბურთელს უკავშირდება, ამიტომ მან მუდმივად უნდა იცოდეს რას ვაკეთებ და რატომ. არაფერს ვმალავ“, - თქვა რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ მატიას დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 89 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. მას ტურინებთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.116867