პოლონეთის ექსტრაკლასას მე-19 ტურში ნიკა კვეკვესკირმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მე-19 ტურში ქართველი ფეხბურთელის „ლეხმა“ შინ „გურნიკი“ მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
კვეკვესკირმა 81-ე წუთამდე ითამაშა და თავი 44-ე წუთზე გამოიჩინა. ნიკამ შორი მანძილიდან დაარტყა და მართლაც შედევრი გამოუვიდა. ეს მისი მეორე გოლია სეზონში (17 მატჩში), სხვათა შორის, პირველიც ულამაზესი იყო - საჯარიმო დარტყმით.
„ლეხმა“ გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეცხრე წუთზე გაიტანა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. პოზნანელები ექსტრაკლასას 41 ქულით ლიდერობენ და მომდევნო ტურში 5 თებერვალს, ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიას“ გასვლაზე გაეჯიბრებიან.