ფეხბურთი

18:52 | 19.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვაცკე: "ჰოლანდით "რეალი" დაინტერესებულია და ლა ლიგა უფრო შეეფერება, ვიდრე პრემიერლიგა"

„დორტმუნდის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ჰანს-იოახიმ ვაცკემ ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, „რეალი“ ფეხბურთელით დაინტერესებულია და ფიქრობს, რომ ნორვეგიელისთვის ესპანეთის ლა ლიგა უფრო შესაფერისია, ვიდრე ინგლისის პრემიერლიგა.

„შეიძლება ერლინგი წავიდეს, შეიძლება დარჩეს. რამდენიმე დღის წინ მინო რაიოლას ვეესაუბრე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალი“ იჩენს. ვფიქრობ, მისთვის ესპანეთის ჩემპიონატი უფრო შესაფერისია, ვიდრე ინგლისის. თუმცა, ერლინგს შეუძლია ბუნდესლიგაში დარჩეს. სიტუაცია ასეთია: ან ის დარჩება და ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, ან კარიერის სხვაგან გაგრძელების სურვილს გამოთქვამს. ერლინგისთვის არანაკლებ ვიბრძვი, ვიდრე ბუნდესლიგის მოსაგებად“, - თქვა ვაცკემ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ერლინგ ჰოლანდმა ბუნდელსიგაში ჩატარებულ 11 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.132695