სხვა

1:47 | 19.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქალებ დრესელი წლის საუკეთესო მამაკაც მოცურავედ დასახელდა

საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ფედარაციამ (FINA) წლის საუკეთესო მამაკაც მოცურავედ, ამერიკელი ქალებ დრესელი დაასახელა. ქალთა შორის საუკეთესოს წოდება კი ავსტრალიელმა ემა მაკკეონმა მოიპოვა.

დრესელმა (ფოტოზე) ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს ხუთი მედალი მოიპოვა. ის მეორე მამაკაცი მოცურავეა, ვინც წლის საუკეთესოს წოდება მესამედ მიიღო. მანამდე ეს მისმა პარტნიორმა, რაიან ლოხტემ შეძლო.

წლის საუკეთესოს ჯილდოები 2010 წლიდან რიგდება და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მაიკლ ფელპსს ის მხოლოდ ორჯერ აქვს მიღებული. ფელპსი ამ საუკუნის პირველ დეკადაში დომინირებდა და წლის საუკეთესო მოცურავის წოდების მიღება მხოლოდ ორჯერ მოასწრო.

რაც შეეხება მაკკეონს, ის პირველი ავსტრალიელია, ვინც წლის საუკეთესო გახდა. ტოკიოში მან შვიდი მედლის მოპოვება შეძლო. ის ყველა სპორტის სახეობაში სულ მეორე ქალი სპორტსმენია, ვინც ერთ ოლიმპიადაზე შვიდი მედალი აიღო.

ყველაზე მეტჯერ წლის საუკეთესო მოცურავედ უნგრელი კატინკა ჰოშუა დასახელებული. ის ამ წოდებას ოთხჯერ ფლობდა.

0.114593