ფეხბურთი

23:44 | 18.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ „ლიდსი“ გაანადგურა

შაბათს ინგლისური პრემიერლიგის მე-18 ტურის მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა. „არსენალი“ „ლიდსს“ ეწვია და 1:4 გაანადგურა.

დუბლი შეასრულა გაბრიელ მარტინელიმ, თითო გოლი კი ბუკაიო საკამ და ემილ სმიტ-როუმ გაიტანეს.

მასპინძელთაგან თავი რაფინიამ გამოიჩინა. ბრაზილიელმა პენალტი გაიტანა.

„არსენალმა“ 18 მატჩის შემდეგ 32 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილზეა. 16-ქულიანი „ლიდსი“კი მე-16-ზე.

0.121539