ფეხბურთი

1:18 | 19.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდო „კრუზეირუს“ მფლობელი გახდა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, რონალდომ, ცნობილი საფეხბურთო კლუბი „კრუზეირუ“ შეიძინა. „კიჭა“ სწორედ ამ კლუბში იწყებდა კარიერას - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

45 წლის რონალდომ 2018 წელს 30 მილიონ ევროდ ესპანური „ვალიადოლიდის“ აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა, შედეგად კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი გახდა.

რონალდომ მოთამაშის კარიერა 2011 წელს დაასრულა „კორინთიანსში.“ მანამდე კი „კრუზეირუში,“ პსვ-ში, „ბარსელონაში,“ „ინტერში,“ მადრიდის „რეალში,“ და „მილანში“ უთამაშია.

ბრაზილიის ნაკრებთან ერთად „კიჭა“ ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

0.116363