„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი კლუბის დატოვებას განიხილავს და მზადაა „ბარსელონაში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
ინგლისელ ფეხბურთელს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და მზადაა მშობლიური გუნდიდან წავიდეს. „ბარსას“ კი სურს ამ სიტუაციით ისარგებლოს და თავდამსხმელის გადაბირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. აღსანიშნავია, რომ მარკუსით „პარი სენ ჟერმენიც“ დაინტერესებულია.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მარკუს რაშფორდმა ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.