ფეხბურთი

12:28 | 18.12.2021 | ნანახია 840 - ჯერ

კავანის "ბარსელონაში" გადასვლა სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ შესაძლოა კარიერა „ბარსელონაში“ გააგრძელოს. ურუგვაელი ფორვარდი ესპანურ გრანდში გადასვლას იანვარში გეგმავს.

კავანის „მანჩესტერთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ შესაძლოა ის ვადაზე ადრე გაწყვიტოს და „ბარსას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.

„ელ მატადორის“ სათამაშო დრო კრიშტიანუ რონადლუს გუნდში მისვლის მკვეთრად შეიზღუდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 მატჩში ითამაშა, გოლი კი ერთხელ გაიტანა. გასულ სეზონში კავანი გაცილებით ეფექტური იყო და 39 შეხვედრაში თავი 17-ჯერ გამოიჩინა. 34 წლის ურუგვაელ ფორვარდს „ბარსელონას“ გარდა, „იუვენტუსსა“ და „ბოკა ხუნიორსსაც“ უკავშირებენ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:24 | 26.11.2013
riva (2859)

რა ტუზი დაეცა ამ სიბერეში ისე ერთ ინტერვიუში თქვა მინდა გაისად მე ვიყო პირველი მეკარეო იმედია არ მოუწევს

0.066175
840