ფეხბურთი

1:24 | 18.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი შევჩენკო: "კარგია, რომ გოლი გავიტანეთ"

სერია A-ს მე-18 ტურში რომის „ლაციომ“ „ჯენოა“ 3:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი გენუელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ გააკეთა და თქვა, რომ ამ მატჩში მისი გუნდისთვის პოზიტიური მხოლოდ გოლის გატანა იყო.

„ერთადერთი დადებითი ისაა, რომ გოლი გავიტანეთ. სამწუხაროა, რომ ჩვენმა უყურადღებო თამაშმა გაშვებული გოლები გამოიწვია, საგოლე მომენტების რეალიზება კი უკეთ შეგვეძლო. „ჯენოას“ თავდაჯერება აკლია, როცა მას დავიბრუნებთ, შედეგებსაც მივიღებთ“, - თქვა შევჩენკომ.

შეგახსენებთ, „ჯენოა“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-19 ადგილზეა. ანდრეი შევჩენკომ გენუურ გუნდს იტალიის ჩემპიონატში 6-ჯერ უხელმძღვანელა და შედეგი სავალალოა - 1 ფრე, 5 წაგება და მხოლოდ 2 გატანილი გოლი. თუმცა, „ჯენოას“ ამ მატჩებში ძალიან ძლიერი მეტოქეებიც ჰყავდა („რომა“, „უდინეზე“, „მილანი“, „იუვენტუსი“, „სამპდორია“ და „ლაციო“). გარდა ამისა, იყო იტალიის თასი, სადაც უკრაინელის გუნდმა „სალერნიტანას“ 1:0 მოუგო. "ჯენოას" მომდევნო მატჩიც ძალიან რთული აქვს - ბერგამოს "ატალანტასთან".

0.118458