კალათბურთი

0:11 | 18.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი ევროლიგაში

ევროლიგის მე-16 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა ბერლინის „ალბას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 93:90 მოუგო. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა.

გერმანელები ბოლო პერიოდის წინ იგებდნენ, მაგრამ დასკვნითი მეოთხედი მოსკოველებმა 24:17 მოიგეს და საბოლოო წარმატებასაც მიაღწიეს.

თორნიკე შენგელიამ 23:57 წუთში ორმაგი დუბლი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 12 ქულა 10 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 10-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა.

რუსული გუნდის რიგებში საუკეთესო იოჰანეს ვოიტმანი იყო, რომელმაც 16 ქულა დააგროვა, „ალბადან“ კი მაოდო ლო გამოირჩა 26 ქულით.

მოსკოვის ცსკა 10 გამარჯვებით და 6 მარცხით სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 დეკემბერს, მადრიდის „რეალს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102061