ფეხბურთი

21:55 | 17.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემს" ინსინიეს დამატება სურს

იტალიის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" შემტევმა ლორენცო ინსინიემ შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს. როგორც Republica იუწყება, კლუბის მწვრთნელს ანტონიო კონტეს და საფეხბურთო დირექტორს ფაიო პარატიჩი კარგად იცნობენ იტალიურ ფეხბურთს და შეეცდებიან საკუთარი კავშირები ფეხბურთელის გადასაბირებლად გამოიყენონ.

ინსინიეს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება და იანვრიდან თავისუფლად შეეძლება ნებისმიერ კლუბთან აწარმოოს კონტრაქტი. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 48 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119385