ფეხბურთი

23:00 | 17.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" შესაძლოა ტელესი და იანუზაი დაიმატოს

"ბარსელონამ" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" და "სოსიედადის" ფეხბურთელები ალექს ტელესი და ადნან იანუზაი დაიმატოს.

El Nacional-ის ინფორმაციის, "ბლაუგრანა" ჟორდი ალბას შემცვლელს ეძებს და ინგლისური გუნდის მცველი ტელესი სასურველი კანდიდატურაა. ალექსი მანჩესტერელებმა 2020 წელს "პორტუდან" დაიმატეს, ხოლო მიმდინარე სეზონში ტელესმა რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს ჩავი ერნანდეს ნახევარმცველის დამატება სურს და მინო რაიოლამ კლუბს ადნან იანუზაი შესთავაზა. ბელგიელი "სოსიედადში" 2017 წლიდან თამაშობს და მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრაში თავი ორ-ორი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონის გადახდას აპირებენ ესპანელები ამ ფეხბურთელებში ან რა პირობებს სთავაზობენ. ტელესის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა, ხოლო იანუზაის - 12 მილიონი ევრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110748