ფეხბურთი

20:00 | 17.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" მე-2000 გამარჯვება ინგლისის ჩემპიონატში

"ლივერპულმა" ინგლისის ჩემპიონატში მე-2000 გამარჯვება მოიპოვა და გახდა პირველი კლუბი, რომელმაც პრემიერლიგაში ამ მაჩვენებელს მიაღწია. აღნიშნულ ინფორმაციას Opta ავრცელებს. ჩემპიონატში მოპოვებული გამარჯვებებით ხუთეულში არიან "არსენალი" (1927), "ევერტონი" (1872), მანჩესტერ იუნაიტედი (1857) და "ასტონ ვილა" (1675).

ასევე, "მერსისაიდელებმა" ზედიზედ 32 შეხვედრაში გაიტანეს გოლი და კლუბის რეკორდი დაამყარეს. თავის მხრივ იურგენ კლოპმაც დაამყარა რეკორდი და გახდა პირველი, რომელმაც ყველაზე სწრაფად მოიგო 150 მატჩი. ამდენი შეხვედრის მოსაგებად გერმანელ სპეციალისტის გუნდს 237 მატჩი დასჭირდა, აქამდე კი ყველაზე სწრაფი შედეგი კენი დალგლიშს ჰქონდა - 249 დაპირისპირებაში 150 გამარჯვება.

0.12245