ფეხბურთი

19:10 | 17.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ერიკსენმა "ინტერთან" კონტაქტი გაწყვიტა

კრისტიან ერიკსენმა „ინტერი“ დატოვა. როგორც იტალიური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება ვადაზე ადრე გაწყდა.

ერიკსენს გულის შეტევის შემდეგ იტალიაში თამაშის უფლება არ აქვს, რადგან სხეულში კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტანტი ჩაუდგეს და ამიტომაც, კონტრაქტის გაწყვეტა მოუწია.

„ინტერმა“ კრისტიან ერიკსენთან სრულ შეთანხმებას მიაღწია კონტაქტის გაწყვეტის შესახებ. „ნერაძურის“ მთელი ოჯახი მას მომავალში მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებთ. დღეს ჩვენ დავშორდით, მაგრამ ყოველთვის დარჩება ძლიერი და განუყოფელი კავშირი. ყველაფერი, რასაც მან აქ მიაღწია, სამუდამოდ დარჩება ჩვენს ისტორიაში“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

კრისტიან ერიკსენმა „ინტერში“ 2020 წლის იანვრიდან 60 თამაშში 8 გოლი გაიტანა და ერთხელ იტალიის ჩემპიონი გახდა. დანიელ ფეხბურთელს მანამდე „აიაქსსა“ და „ტოტენჰემში“ უთამაშია. 29 წლის ნახევარმცველი თავისუფალი აგენტია და ახლა შეუძლია, რომ ახალ კლუბში უფასოდ გადავიდეს, რის ხარჯზეც კარიერის განახლებასაც მოახერხებს.

ერიკსენმა 12 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე დანია-ფინეთის შეხვედრაში გულის შეტევა მიიღო და ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა მოახერხეს.

0.113303