ლონდონის „ჩელსის“ მცველი ანტონიო რიუდიგერი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესის სფეროში მოხვდა. ინფორმაციას გერმანული Bild-ი ავრცელებს.
"იუნაიტედი" აპირებს გააძლიეროს თავისი დაცვის ხაზი მომავალ ზაფხულს და სურს რიუდიგერის დამატება თავისუფალი აგენტის სახით. "წითელი ეშმაკებს" ახალი მთავარი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის იმედი აქვთ, რომ გერმანელი ცენტრალური მცველის დარწმუნებას მოახერხებს.
28 წლის ფეხბურთელით, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, პსჟ, „რეალი“ და „ბაიერნიც“ არიან დაინტერესებული.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ანტონიო რიუდიგერმა „ჩელსის“ მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.