ფეხბურთი

11:27 | 17.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი "სიკვდილის ჯგუფზე": "დიდი მატჩების თამაში საფეხბურთო სპექტაკლის ნაწილია"

უეფას ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონში ერთ ჯგუფში იტალიის, გერმანიის, ინგლისისა და უნგრეთის ნაკრებები მოხვდნენ. „სიკვდილის ჯგუფზე“ კომენტარი ევროპის მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გააკეთა.

„კარგი ჯგუფია, საინტერესო მატჩები იქნება. ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრა საფეხბურთო სპექტაკლის ნაწილია. უკვე ვითამაშეთ ინგლისთან და ორი დაძაბული თამაში გველოდება. იტალია-გერმანია საფეხბურთო კლასიკაა და მე პირველად მექნება შესაძლებლობა მათ წინააღმდეგ დაპირისპირების, რაც სასიამოვნოა. უნგრეთს იტალიელი მწვრთნელი ჰყავს და ევროპის ჩემპიონატზე მათ ძალიან კარგად ითამაშეს. ვეცდებით ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას. გვინდა, რომ „ოთხთა ფინალში“ ისევ გავიდეთ, როგორც ეს წელს გავაკეთეთ და ტურნირის მოგებასაც ვეცდებით“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მატჩები ივნისსა და სექტემბერში გაიმართება.

0.118148