აბუ დაბის დიდი პრიზის შემდეგ, შინ დაბრუნებულ „ფერარის“ პილოტ შარლ ლეკლერს კორონავირუსი აღმოაჩნდა. წელს ეს მეორე შემთხვევაა, როცა 24 წლის მონაკოელს ვირუსი დაუდასტურდა. პირველად ეს იანვარში მოხდა. ასე რომ, ვირუსის გამო, მას არცერთი რბოლის გაცდენა არ დასჭირდა.
„ფერარის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლეკლერს ვირუსი შინ დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდა. არადა, მცირე ხნით ადრე, აცრის კამპანიისთვის, ვიდეო მიმართვა ჩაწერა. იტალიური გუნდს ინფორმაციით, ლეკლერს მსუბუქი სიმპტომები აქვს და თავს კარგად გრძნობს.
ტესტის გაკეთებამდე ლეკლერმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მარანელოში მიემგზავრებოდა, რათა 2022 წლის სეზონისთვის მზადებას შესდგომოდა.
ლეკლერამდე კორონავირუსით ინფიცირება, „ჰაასის“ რუს ნიკიტა მაზეპინს დაუდასტურდა, ვინც ამის გამო, აბუ დაბის რბოლაში ასპარეზობა ვერ შეძლო. უფრო ადრე კი ვირუსით „უილიამსის“ შეფი იოსტ კაპიტო დაავადდა.