ფეხბურთი

0:44 | 17.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოსტას მანოლასი "ოლიმპიაკოსში" დაბრუნდა

იტალიური „ნაპოლის“ მცველი კოსტას მანოლასი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას პირეოსის „ოლიმპიაკოსში“ გააგრძელებს. ბერძნულმა გუნდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

მანოლასი „ოლიმპიაკოსის“ რიგებს იანვრიდან შეუერთდება და გუნდის დახმარებასაც ამ პერიოდიდან შეძლებს. მას პირეოსულ გუნდში 2012-2014 წლებში უთამაშია და 74 მატჩში 6 გოლი გაიტანა, „ნაპოლიში“ კი 2019 წლიდან ირჯებოდა და 75 შეხვედრაში თავი ოთხჯერ გამოიჩინა.

კარიერის საუკეთესო პერიოდი 30 წლის ბერძენმა „რომაში“ გაატარა და 206 თამაშში თავი რვაჯერ გამოიჩინა, კარიერის საწყის ეტაპზე მას ათენის აეკ-შიც უთამაშია, ხოლო საბერძნეთის ნაკრებში 42-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118547