კორონავირუსის ახალი შტამი ომიკრონი მსოფლიოს უტევს და ინგლისის პრემიერლიგას ზიანი უკვე მიაყენა. თითქმის ყველა კლუბში დადასტურდა ინფიცირების შემთხვევები, რის გამოც ნისლიან ალბიონზე განგაშის ზარები შემოჰკრეს.
ბოლო ორი ტურის განმავლობაში უკვე გადაიდო ოთხი მატჩი, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ სხვა შეხვედრებსაც იგივე ემუქრებათ. დიდ ბრიტანეთში 15 დეკემბერს, ინფიცირებული 78 610 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც რისკებთან ერთად, ახლა ქვეყანაში ფეხბურთმა აბსოლუტურად უკანა პლანზე გადაინაცვლა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პრემიერლიგის ხელმძღვანელობა აქტიურად განიხილავს, სეზონის შეწყვეტის შესაძლებლობას. არაა გამორიცხული პრემიერლიგა 15 იანვრამდე შეწყდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ Boxing Day წელს არ შედგება.
საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერლიგის ბოსები უახლოეს ხანებში მიიღებენ.