პარასკევს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ჰოლანდია ყაზახეთს ხვდება და “ნარინჯისფერთა” მცველმა გრეგორი ვან დერ ვილმა მეტოქეზე იხუმრა – ერთადერთი ყაზახი, ვინც გამიგია, ბორატიაო... კაცმა რომ თქვას, საიდან უნდა იცოდეს პსჟ-ის მცველმა ყაზახი ფეხბურთელი?
რაც შეეხება ბორატს, როგორც იცით, ეს ცნობილი კინოკომედიის გმირია, რომელიც ყაზახეთიდან აშშ-ში ჩადის და ყველას აოცებს თავისი ქცევებით.
“მე არაფერი ვიცი ყაზახეთზე, გარდა ბორატისა. დარწმუნებული ვარ, ამ მატჩს მოვიგებთ” – უთხრა ვან დერ ვილმა ჰოლანდიურ Soccernews-ს.
ილია კახელიშვილი