ფეხბურთი

20:16 | 16.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრები სერბეთს დაუზავდა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისში სერბეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ორივე გუნდი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ერთი თვის შემდეგ გაიმართება.

შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრები მე-14 წუთზე ელისანდრომ დააწინაურა, რომელსაც საგოლე გადაცემა რონინიომ გაუკეთა. სტუმრებმა კი წონასწორობა 29-ე წუთზე დენის რამიჩის გოლით აღადგინეს და საბოლოოდ, სპარინგი მეგობრული შედეგით დასრულდა.

საქართველო და სერბეთი 18 დეკემბერს კიდევ ერთხელ შეხვდებიან, ხოლო 21 და 22 დეკემბერს, ავთანდილ ასათიანის გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს ყირგიზეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში აზერბაიჯანის, ბოსნიასა და ესპანეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელები 22-29 იანვარს იასპარეზებენ, ხოლო პლეი-ოფში, კერძოდ, მეოთხედფინალში ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა.

საქართველო - სერბეთი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ელისანდრო (14), 1:1 რამიჩი (29)

0.144128