მოახლოვდა “ა” ლიგის გათამაშება, თუმცა სანამ ეს ტურნირი დაიწყებოდეს, საკვალიფიკაციო ეტაპის ჯერია. მოგეხსენებათ, “ა” ლიგაში 6 ადგილია, რომელთაგან 5 გუნდის ვინაობა ცნობილია – “მგზავრები”, “კავკასია”, “ორბი”, “ზესტაფონი” და გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის გუნდი.
დარჩენილი 1 ადგილისთვის 4 გუნდი იბრძვის – გორის ივერიონი, გალფი, ასტრალი და თელავის “ბურჯი”. კახური გუნდი “ა” ლიგაში წინა სეზონში ასპარეზობდა და რადგან ბოლოსწინა – მე-5 ადგილი დაიკავა, ლიგაში ადგილის შენარჩუნება უწევს.







