ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურის, „ლესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემს“ შორის გადაიდო. მიზეზი ორივე გუნდში COVID-19-ის გავრცელებაა. ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება.
მატჩი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, როდის გაიმართება უცნობია. გარდა ამისა, არაა გამორიცხული, პრემიერლიგაში უახლოესი ტურების მატჩებიც გადაიდოს, რადგან პრემიერლიგის კლუბებში კორონავირუსი სწრაფი ტემპით ვრცელდება.
„ტოტენჰემისთვის“ უკვე ზედიზედ მესამე თამაში გადაიდო. მანამდე „რენთან“ და „ბრაიტონთან“ „დეზებმა“ ვერ ითამაშეს.
შეგახსენებთ, პრემიერლიგაში არ ჩატარდა „მანჩესტერი“ – „ბრენტფორდისა“ და „ბარნლი“ – „უოტფორდის“ შეხვედრებიც.