„ნაპოლის“ თავდამსხმელის, ლორენცო ინსინიეს აგენტმა, ვინჩენცო პიზაკანემ განაცხადა, რომ მისი აგენტი, შესაძლოა, ჩრდილოამერუკულ MLS-ში, კერძოდ, „ტორონტოში“ გადავიდეს.
„ლორენცოს უყვარს „ნაპოლი,“ მაგრამ ჯერ ისევ შორს ვართ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებასთან. „ტორონტოს“ წინადადება? შესაძლებელი ვარიანტია. გახსოვთ დელ პიეროს ამბავი? ვნახოთ, რა იქნება 2 იანვრის შემდეგ.“ - ციტირებს ტვიტერში პიზაკანეს სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.