„ინდიანა პეისერსმა“ გოგა ბითაძე დროებით G ლიგაში „ფორტ ვეინის“ რიგებში გაანათხოვრა და ქართველმა კალათბურთელმა შანსი ჩინებულად გამოიყენა. „გრანდ რაპიდსთან“ მოგებულ შეხვედრაში (131:127) გოგამ 38 ქულა დააგროვა!
ბითაძემ 36 წუთში მოახერხა 38 ქულის მითვლა და გარდა ამისა, საკუთარ გუნდს 14 მოხსნით, 5 პასით, 1 ჩაჭრით და 1 დაფარებით დაეხმარა. ქართველმა ცენტრმა 11-დან 7 ორქულიანი, 8-დან 6 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო (G ლიგაში საჯარიმოები 2 ქულიანად ფასდება) და რა თქმა უნდა, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.
„გრანდ რაპიდსში“ ასევე გამორჩეული გახლდათ გიორგი ბეჟანიშვილი, რომელმაც 37 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 12-დან 11 ორქულიანი და 2 სააჯრიმო ჩააგდო და თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მატჩის საუკეთესო ბომბარდირი 38 ქულის მიუხედავად ბითაძე ვერ გახდა, რადგან „გრანდ რაპიდსიდან“ იზაია ტომასმა 42 ქულა მიითვალა.
„ფორტ ვეინი“ 8 მოგებით და 4 წაგებით ცენტრალურ დივიზიონში მეორე საფეხურზეა, „გრანდ რაპიდსს“ კი 5 გამარჯვების წილ 6 მარცხი აქვს და მე-6 ადგილზეა.