ფეხბურთი

11:50 | 16.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი გადატანილ კორონავირუსზე

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, ჟურნალისტებს უამბო როგორ გრძნობს თავს გადატანილი კორონავირუსის შემდეგ.

„ვხვდები, რომ ჩემი ორგანიზმი ბოლომდე არ არის კორონასგან თავისუფალი. ხანდახან ამას 2-3 გარბენის შემდეგ შევიგრძნობ ხოლმე. თუმცა ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. მიხარია ერთ კვირაში ზედიზედ ორი სრულფასოვანი მატჩის ჩატარება რომ შევძელი.

ვარჯიშებზე თავს არ ვზოგავ და ვფიქრობ, ყველაფერს მართებულად ვაკეთებ.

კარანტინში 10 დღის განმავლობაში ვიყავი და კონაღამ გავგიჟდი. ოჯახის წევრებს მხოლოდ შუშის კარიდან ვუცქერდი და ეს უფრო მაღიზიანებდა.“ - ციტირებს ბელგიელი ნახევარმცველის სიტყვებს Goal.

0.121555