ფეხბურთი

10:23 | 16.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფოდენი: „აგუერო ნამდვილი ლეგენდაა“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა, „ბარსელონას“ თავდამსხმელ სერხიო აგუეროს მიმართა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ჯანმრთელობის გაუარესების გამო დაამთავრა.

„არსებობენ ლეგენდები, მაგრამ არსებობენ ნამდვილი ლეგენდები. ასეთი ხარ შენ. ვამაყობ, რომ შენი თანაგუნდელი ვიყავი. ყიველივე საუკეთესოს გისურვებ სერხიო. მადლობა ყველაფრისთვის.“ - წერს ტვიტერში ფოდენი.

შეგახსენებთ, რომ გულის პრობლემების გამო, 15 დეკემბერს, 33 წლის არგენტინელმა ფორვარდმა კარიერის დამთავრების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

0.113982