ავტოსპორტი

2:56 | 16.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ჰამილტონს რაინდობა უბოძეს

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი ოფიციალურად აკურთხეს რაინდად. საპატიო წოდება, რომელიც მოტორსპორტში მიღწეული წარმატებების და საზოგადოებრივი აქტივობებისთვის დაიმსახურა, მან პრინც ჩარლზისგან, უინძორის სასახლეში მიიღო.

36 წლის ჰამილტონს ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის შვიდი ტიტული აქვს მოპოვებული, იმდენივე, რამდენიც მიხაელ შუმახერს. გარდა ამისა, 103 რბოლა მოიგო და პოულზეც 103-ჯერ იდგა. აქვს სხვა რეკორდებიც.

ჰამილტონი (ფოტოზე, დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, დედასთან ერთად) ფორმულა 1-ის მეოთხე მრბოლია, ვინც რაინდის წოდება დაიმსახურა. მის გარდა, ეს წოდება მიღებული აქვთ ავსტრალიელ ჯეკ ბრებჰემს, სტირლინგ მოსს და ჯეკი სტიუარტს. ოღონდ, ის არის ერთადერთი, ვინც რაინდი მანამ გახდა, სანამ კარიერას დაასრულებდა.

სხვა სპორტსმენები, რომლებმაც სპორტიდან წასვლამდე მიიღეს ეს წოდება, არიან: ტურ დე ფრანსის ყოფილი ჩემპიონი ბრედლი ვიგინსი, 5 000 და 10 000 მეტრზე სირბილში ოლიმპიური ჩემპიონი მო ფარა, უიმბლდონის ორგზის ჩემპიონი ენდი მარი და კრიკეტში ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ალისტერ კუკი.

0.118568