კალათბურთი

13:18 | 15.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის 19 ქულა და გიორგი ბეჟანიშვილის ორმაგი დუბლი G ლიგაში

„ინდიანა პეისერსმა“ გოგა ბითაძე სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით დროები NBA-ს განვითარების ლიგაში „ფორტ ვეინს“ დაუთმო, რომელიც გიორგი ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდსს“ დაუპირისპირდა.

მატჩი „ფორტ ვეინმა“ 139:122 მოიგო, ქართველებს კი კარგი თამაში ჰქონდათ. გოგა ბითაძემ 23 წუთში 19 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. 22 წლის ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.

გიორგი ბეჟანიშვილის ანგარიშზე ორმაგი დუბლია. მან 32 წუთში 16 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. გიორგიმ 13-დან 8 ორქულიანი ჩააგდო.

„ფორტ ვეინი“ 7 მოგებით და 4 წაგებით ცენტრალურ დივიზიონში მეორეა, ხოლო „გრანდ რაპიდსის“ ბალანსი თანაბარია (5-5).

0.143133