„გოლდენ სტეიტ უორიორზის“ კალათბურთელი სტეფ კარი NBA-ს რეკორდსმენი გახდა. მას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე მეტი სამქულიანი აქვს ჩაგდებული - 2 977.
კარისთვის სარეკორდო 2 974-ე სამქულიანი გამოდგა, თუმცა, იმავე შეხვედრაში თავისი შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესა.
33 წლის გამთამაშებელმა აღნიშნულ რეკორდს „ნიუ-იორკ ნიქსთან“ მატჩში უწია და 2013-2014 წლების სეზონში რეი ალენის დაფიქსირებული შედეგი გააუმჯობესა. ამრიგად, კარის ზუსტი სამქულიანებით NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ათეული კი ასეთია:
1. სტეფ კარი - 2 977 სამქულიანი
2. რეი ალენი - 2 973 სამქულიანი
3. რეჯი მილერი - 2 509 სამქულიანი
4. ჯეიმს ჰარდენი - 2 509 სამქულიანი
5. კაილი კორვერი - 2 450 სამქულიანი
6. ვინს კარტერი - 2 290 სამქულიანი
7. ჯეისონ ტერი - 2 282 სამქულიანი
8. ჯამალ კროუფორდი - 2 221 სამქულიანი
9. პოლ პირსი - 2 143 სამქულიანი
10. დამიან ლილარდი - 2 109 სამქულიანი
რაც შეეხება შეხვედრას, „გოლდენ სტეიტმა“ 105:96 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში 23 გამარჯვებით და 5 წაგებით ლიდერია.