„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ევროპა ლიგის წილისყრის შესახებ კომენტარი გააკეთა, რომლის 1/16 ფინალში ესპანური გრანდი იტალიურ „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.
„წილისყრაში არ გაგვიმართლა, თუმცა ეს შეხვედრა მარადონასთვის კიდევ ერთხელ პატივის მიგების შესაძლებლობაა. უმაღლეს დონეზე თამაში მოგვიწევს, რადგან „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდია.
თუმცა, მატჩამდე ორი თვე რჩება და იმედი მაქვს, რომ იმ დროისთვის საუკეთესო მდგომარეობაში ვიქნებით. ვმუშაობთ იმისთვის, რომ „ბარსა“ დავაბრუნოთ იმ დონეზე, რომელსაც იმსახურებს. თუმცა, ახლა ჩვენთვის მძიმე რეალობაა. უნდა ვცადოთ ევროპა ლიგის მოგება, რაღა ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდეთ“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „ნაპოლის“ 17 თებერვალს უმასპინძლებს, საპასუხო მატჩი კი ნეაპოლში 24 თებერვალს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
კარგია შოთა მიდი.....
12 მილიონი აიღეს არველაძის ტრანსფერში და მილიონ ნახევრის გადახდაც არ უნდოდათ.
შოთა მინდორზე და მის გარეთაც ყოველთვის მართალი და მშრომელია, კარგია რომ გარჯა დაუფასდა, აი თავისუფალი სასამართლოს ხარისხი ვაი დემოკრატებო