საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კორონავირუსისგან განიკურნა და „აპოელს“ დაუბრუნდა. ქართველმა ფორვარდმა ივარჯიშა.
ამრიგად, ქვილითაია, რომელსაც რამდენიმე დღის იძულებით გამოტოვება მოუწია, სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაშია და შესაძლოა უახლოეს დღეებში ითამაშოს.
მიმდინარე სეზონში 28 წლის თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 10 მატჩ ჩაატარა და მეტოქეთა კარში 3 გოლის გატანა მოახერხა.