„ბარსელონას“ „დორტმუნდის“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი სურს და ფეხბურთელს აგენტ მინო რაიოლასთან მოლაპარაკებები დაიწყო.
როგოროც ესპანური მედია იტყობინება, „ბლაუგრანას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა რაიოლას ტურინში შეხვდა და ტრანსფერის შესახებ ილაპარაკეს. „ბარსას“ ხელმძღვანელის სურვილია, რომ რაიოლამ ტრანსფერს საკომისიო დააკლოს და გარდა ამისა, მას პირობა მისცა, რომ ჰოლანდი „ბარსას“ მომავალი პროექტის ცენტრში იქნება.
ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. 21 წლის ნორვეგიელის შეძენი სხვა გრანდებიც არიან დაინტერესებული, რაც რაიოლამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა კიდეც. მოსალოდნელია, რომ ნორვეგიელი კლუბს ზაფხულში შეიცვლის.
შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდში“ 2020 წლის ზამთარში ავსტრიული „ზალცბურგიდან“ გადავიდა და გერმანული გუნდის მაისურით ჩატარებულ 73 მატჩში 74 გოლი აქვს გატანილი.