ფეხბურთი

14:47 | 14.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი: „ყველაზე რთული მეტოქე შეგვხვდა“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, ჟურნალისტებს უთხრა, რიმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, მერვედფინალში, სავარაუდოთაგან მათ ყველაზე რთული მოწინააღმდეგე, „პარი სენ-ჟერმენი“ შეხვდათ.

„პარი სენ-ჟერმენთან“ თამაში საინტერესო იქნება. ის ყველაზე რთული მეტოქეა სავარაუდოთაგან. თუმცა, სწორედ ამისთვის ვთამაშობთ ფეხბურთს. მინდორზე ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი იქნება და მოუთმენლად ველით მათთან შეხვედრას.“ - ციტირებს გერმანელი ვარსკვლავის სიტყვებს As.

პირველი მერვედფინალური მატჩი 2022 წლის 15 თებერვალს გაიმართება პარიზში, საპასუხო კი 9 მარტს მადრიდში.

0.119442