„ვალენსიამ“ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაწერა, რომ საწვრთნელი შტაბის კიდევ ორმა წარმომადგენელმა ჩააბარა დადებითი კოვიდტესტი. მანამდე კორონავირუსით გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხოსე ბორდალასი და ცენტრალური მცველი ომარ ალდერეტე დაინფიცირდნენ.
საიტის ცნობით, გუნდი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს წვრთნას, რადგან დანარჩენ ყველა ფეხბურთელს ტესტზე უარყოფითი პასუხი მიუვიდა.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიაში“ საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი თამაშობს. თუმცა ჯერჯერობით ის სათადარიგოა.
ესპანური პრიმერას 17 ტურის შემდეგ, 25 ქულით „ღამურები“ ცხრილში მე-7 ადგილზე არიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ დაგავიწყდეთ პარკერს არ უთამაშია.
აქ ბევრს ეგონა რო ესპანეთზე ძლიერი საფრანგეთია თან ესპანეთს რა იგროკები აკლია
ევროპაში აშკარად საუკეთესოა და ჩემი აზრით მსოფლიოში 2 გუნდია(ალბათ ბევრი დამეთანხმება)
ვიცოდი რო ესპანეთი ჩახდიდა