საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ტიერი ანრიმ, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა გააკრიტიკა თავდამსხმელ კილიან მბაპეს მომავალთან დამოკიდებულების გამო.
„კლუბს ეს პრობლემა ორი წლის წინათ უნდა მოეგვარებინა. დამსხდარიყვნენ და ეთქვათ კილიანისთვის: ეს შენი გუნდი იქნება და შემადგენლობას შენს გარშემო ავაწყობთო.
მაგრამ ახლა ყველაფერი ფეხბურთელის ხელშია და სადაც უნდა, წავა.“ - ციტირებს ანრის სიტყვებს ესპანური Marca.
გასულ ზაფხულს მბაპეს გადაბირებას მადრიდის „რეალი“ ცდილობდა, მაგრამ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. პარიზულ კლუბთან მის კონტრაქტს კი ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია