ფეხბურთი

10:51 | 14.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

კორონავირუსის შემთხვევების რეკორდი პრემიერლიგაში

ინგლისურმა პრემიერლიგამ კორონავირუსით დაავადების 42 ახალი შემთხვევის შესახებ გამოაცხადა. 6-დან 12 დეკემბრის ჩათვლით, ლიგის ფეხბურთელებსა და კლუბების პერსონალს 3805 ტესტი ჩაუტარდათ - გვამცნობს Sky Sports.

ეს მაჩვენებელი სარეკორდო აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც პრემიერლიგის ოფიციალურმა სამსახურმა კოვიდტესტების ყოველკვირეული შედეგების გამოქვეყნება დაიწყო შარშან გაზაფხულზე.

ახალი კოვიდაფეთქების გამო უკვე გადაიდო „ტოტენჰემის“ ბოლო ორი მატჩი, ასევე „ბრენტფორდ“ – „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112591