ფეხბურთი

21:58 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქამ-ბექი და დამატებითი დრო: "ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში ადგილი შენარჩუნა

ქუთაისის „ტორპედო“ 2022 წლის სეზონსაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გაატარებს. გია ცეცაძის გუნდმა პლეი-ოფის ორმატჩიან დუელში მარტვილის „მერანი“ დაამარცხა და გავარდნას გადაურჩა.

ოთხი დღის წინ მარტვილში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს და 2016 წლის შემდეგ ეროვნულ ლიგაში დასაბრუნებლად კარგი ნიადაგი შეიქმნეს, მაგრამ ქუთაისში უპირატესობა მაინც ვერ შეინარჩუნეს. ქუთაისში, სადაც ფეხბურთი რომ ძალიან მაგრად უყვართ, ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რადგან ტრიბუნები ლამის ბოლომდე გაისვო.

„ტორპედო“ პირველივე ტაიმში აქტიურობდა, მაგრამ „მერანი“ 64-ე წუთამდე თავს ძალიან კარგად იცავდა და ტაბლოზე ნულები ეწერა. 64-ე წუთზე კი, თორნიკე ახვლედიანმა პენალტი გამოიმუშავა, რომელიც გოლად მათე ცინცაძემ აქცია და ორი მატჩის ჯამში სხვაობა შემცირდა. ამის შემდეგ უკვე „მერანი“ გააქტიურდა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტნე მონიავას გუნდს 0:1 წაგება ხელს აძლევდა. რამდენიმე საგოლე მომეტი სტუმრებმა გაანიავეს, შესანიშნავი იყო მასპინძელთა მეკარე ლევან შოვნაძე, რომელმაც წულაიას და სილას აჯობა. ვერ გაიტან, გაგიტანენო და ზუსტად ეს დაუწერელი კანონი ამოქმედდა.

87-ე წუთზე ალეკ მუდიმუმ დაცვაში არსებული სივრცით ისარგებლად ახლო მანძილიდან გაიტანა, რითაც ანგარიში 2:0 გახდა, ორი მატჩის ჯამში კი გათანაბრდა (2:2) და გამარჯვებული დამატებით დროში გაირკვა, სადაც ისევ „ტორპედომ“ გაიტანა. ეს 102-ე წუთზე ახვლედიანმა გააკეთა და გია ცეცაძის გუნდი ეროვნულ ლიგაში დარჩა.

ამრიგად, საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასრულებულია და ყველა ვერდიქტი ცნობილია. „დინამო ბათუმი“ ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, „დინამო თბილისი“, „დილა“ და „საბურთალო“ კონკფერენს ლიგაზე. ამ უკანასკნელმა საქართველოს თასი მოიგო. გავარდნენ „შუქურა“ და „სამტრედია“, რომლებიც „სიონმა“ და „გაგრამ“ ჩაანაცვლეს.

2022 წლის სეზონი ზუსტად როდის დაიწყება, ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში.

„ტორპედო“ – „მერანი“ 3:0 დ.დ (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 3:2

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

„ტორპედო“ (3-4-1-2): შოვნაძე; აბულაძე, მირცხულავა (მუდიმუ 81), ნადარაია; ინკუმი (წოწონავა 65), ცინცაძე, კარაგუნისი, ტაბატაძე; ბუკასი (მახარობლიძე 80); ახვლედიანი, ზიდანი (მჭედლიძე 65)

„მერანი“ (4-2-3-1): ბეგაშვილი; მელიავა, აფაქიძე, ბიბილაშვილი, გეგია; ჯღამაია (სიხარულია 105), შალამბერიძე (105. ფაცაცია); გოგოლიძე (105. ლომთაძე), ქანთარია (მასოაბი 67), ლაღაძე (წულაია 46); სილა

გოლები: 1:0 ცინცაძე (64, პენ), 2:0 მუდიმუ (87), 3:0 ახვლედიანი (102)

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

0.113411