სხვა

20:12 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძემ საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატი მოიგო

სანდრო ბაზაძის ლიდერობით კლუბმა “ორლეანმა” საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატი მოიგო!

საფრანგეთის ქალაქ პოში, კლუბებს შორის საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა, სადაც გამარჯვება კლუბმა “ორლეანმა” შეძლო.

დაძაბულ ფინალში გუნდმა ადგილობრივ კლუბ “პოს” 45:31 სძლია და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

სანდროსთან ერთად გუნდში ფრანგი მოფარიკავეები: ბოლად აპიტი, ჟან-ფილიპი და სებასტიენ პატრისი იყვნენ.

0.140894