უნგრეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში გიორგი ბერიძის „უიპეშტმა“ „პაკში“ 4:3 დაამარცხა, რაშიც ქართველი ფეხბურთელის ძალიან დიდი წვლილია, რადგან დუბლი შეასრულა.
გიორგიმ 82-ე წუთამდე ითამაშა და მეტოქის კარი პირველად მე-7 წუთზე დალაშქრა, რის შედეგადაც ანგარიში გაათანაბრა (1:1). 43-ე წუთზე ბერიძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი თავზე გადაუგდო (3:1). მან თამაშგარის ზღვარზე ითამაშა, თუმცა VAR-მა დაადასტურა, რომ თამაშგარეში არ იყო.
მიმდინარე სეზონში ბერიძეს 9 აქვს გატანილი - 5 უნგრეთის ჩემპიონატში 3 უნგრეთის თასზე და 1 კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
„უიპეშტს“ 17 ქულით მეცხრე ადგილი უკავია და მომდევნო ტურში 19 დეკემბერს, „ზალაეგერშეგს“ ესტუმრება.