ფეხბურთი

14:56 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრა" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პლეი-ოფში „გაგრამ“ ქობულეთის „შუქურა“ დაამარცხა და უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

გაგა კირკიტაძის გუნდმა პლეი-ოფის ამ სტადიაზე მესამედ ითამაშა და თუ წინა ორივე ჯერზე მარცხი განიცადა, ამჯერად მიზანს მიაღწია. პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ქობულეთში უგოლოდ დასრულდა, ხოლო ამჯერად, „გაგრამ“ მასპინძლის რანგში მეტოქეს ერთი გოლი გაუტანა, რამაც ორმატჩიანი დუელის ბედი გადაწყვიტა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქობულეთის "შუქურას" 0:0-ის გარდა, ნებისმიერი ფრე აწყობდა, რადგან აქ სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობა ჯერ კიდევ მოქმედებს. თუმცა, გიორგი შანშიაშვილის გუნდმა შანსი ვერ გამოიყენა და ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა.

შეხვედრის დაწყებამდე "გაგრას" კაპიტან ვასილ ხოსიტაშვილს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა. კლუბის 100-ნომრიანი მაისური, რომელიც ამ გუნდში ჩატარებულ მე-100 თამაშს გულისხმობს. უშუალოდ შეხვედრა კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სახიფათო მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა. მეშვიდე წუთზე გურამ სამუშიას პასის შემდეგ მეტოქის კარი ახლო ამნძილიდან თამაზ მაქაცარიამ დალაშქრა და როგორც გაირკვა, ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა. უნდა აღინიშნოს, რომ გაგა კირკიტაძის გუნდი ამ წარმატებისკენ ბოლო წლებში მეთოდურად მიიწევდა.

როგორც უკვე ვთქვით, მანამდე ორჯერ დამარცხდა პლეი-ოფში, გავიხსენოთ ისიც, რომ გასულ სეზონში საქართველოს თასი მოიგო, მაშინ უეფას კონფერენს ლიგაზეც ითამაშა. 17-წლიან ისტორიაში მათი პირველი ტიტული 2010-2011 წლებში მოგებული საქართველოს თასი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ "გაგრა 2004 წელს შეიქმნა და უმაღლეს დივიზიონში მეოთხედ იასპარეზებს. ამრიგად, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნება სრულიად ლოგიკური შედეგია. ქობულეთის „შუქურა“ კი მომდევნო სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარებს. ეროვნული ლიგა 2-ის 4-გზის ჩემპიონმა წელს უმაღლეს დივიზიონში მეხუთედ იასპარეზა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პლეი-ოფის კიდევ ერთი შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, "ტორპედოსა" და მარტვილის "მერანს" შორის შედგება. ჭყონდიდურ გუნდს პირველი დაპირისპირება 2:0 აქვს მოგებული. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

„გაგრა“ – „შუქურა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 მაქაცარია (7)

0.166241