NCAA-ში რატი ანდრონიკაშვილის „კრეიტონმა“ ბრიგემ იანგის უნივერსიტეტს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 83:71 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 12 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 4 ქულა და 3 პასი შესძინა. მოგეხსენებათ, რატის გასული სეზონი მძიმე ტრავმის გამო გაუცდა და ამჟამად ფორმას იბრუნებს.
„კრეიტონს“ 8 გამარჯვების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვს და მომდევნო შეხვედრას 14 დეკემბერს, „არიზონა სტეიტს“ შეხვდება.