ფეხბურთი

2:04 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანამ ბორდალასი კოვიდს იხდის

პრიმერას მე-17 ტურის მთავარი ამბები კვირას მოხდება, როცა საქმეში ლიდერები ჩაებმებიან. ასევე, თბილისის დროით ღამის 12 საათზე მადრიდული დერბიც გველის. „რეალი“ „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.

შაბათს კი ოთხი მატჩი გაიმართა, რომელთაგან ჩვენთვის საინტერესო გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ გამარჯვება გახლდათ რეგიონალურ მეზობელ „ელჩესთან.“

მატჩის წინ „ღამურების“ მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ჩვეულებრივი პრესკონფერენცია ჩაატარა, შაბათ დილით კი კოვიდტესტი ჩაიტარა, რომელმაც დადებითი შედეგი უჩვენა. ის მაშინვე თვითიზოლაციაში გადავიდა, გუნდი კი მინდორზე მისმა ასისტენტმა, პატრისიო მორენომ გაიყვანა.

ანგარიში 23-ე წუთზე გონსალუ გედეშმა გახსნა. მასპინძლები ამის შემდეგაც აკონტროლებდნენ თამაშს, ჩანდა, ყველაფერი ასეც დამთავრდებოდა, მაგრამ ბოლოსდკენ სტუმრები უცებ გააქტიურდნენ და საპასუხო ბურთიც გაიტანეს. ვალენსიელებმა მაინც იძალეს, დამთავრებადე 4 წუთით ადრე გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულმა იტალიელმა კრისტიანო პიჩინიმ გაიტანა, რომელსაც აქამდე მუხლის ტრავმის გამო ორწელიწადნახევარს აღარ ეთამაშა. საბოლოოდ 2:1 „ვალენსიას“ სასარგებლოდ. ახლა ისინი 25 ქულით ცხრილში მე-7 ადგილზე არიან.

„ესპანიოლმა“ და „ლევანტემ“ ერთმანეთს 7 გოლი გაუტანეს. გვიან მატჩში კი „სევილიამ“ სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკი“ 0:1 დაამარცხა და მეორე პოზიცია გაიმყარა.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

მე-17 ტური. 11 დეკემბერი

ესპანიოლი - ლევანტე 4:3

1:0 დარდერი (6), 1:1 დე ფრუტოსი (11), 1:2 სონი (26), 2:2 დე ტომასი (49), 2:3 მორალესი (57), 3:3, 4:3 პუადო (60, 76)

გაძევება: სონი (78)

ალავესი - ხეტაფე 1:1

0:1 უნალი (20), 1:1 ხოსელუ (86)

გაძევება: ლეჟენი (90+3) - ალავესი

ვალენსია - ელჩე 2:1

1:0 გედეში (23), 1:1 ბოიე (75), 2:1 პიჩინი (86)

ბილბაო -სევილია 0:1

0:1 დილეინი (38)

0.145743