რაგბი

11:34 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ენისეის" მწვრთნელი: "ქართული რაგბი ევროპაში გამორჩეულია, მაგრამ ჩვენ მოსაგებად ვიყავით ჩამოსული"

რუსული "ენისეის" მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდრ პერვუხინმა "შავი ლომის" წინააღმდეგ მატჩის (20:27) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც რუსმა სპეციალისტმა განაცხადა, ისინი თბილისში მოსაგებად იყვნენ ჩამოსული, მაგრამ გამარჯვება იმ გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ნაკლები შეცდომა დაუშვა.

"ჩვენ მოსაგებად ვიყავით ჩამოსული, მაგრამ ასე არ მოხდა. ცხადია, შედეგით უკმაყოფილო ვართ. რაც შეეხება ბონუს-ქულას, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს ამის შედეგი იყო. ჯამში მოიგო იმ გუნდმა, რომელმაც ნაკლები შეცდომა დაუშვა. ქართული რაგბი ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, მაგრამ ვიმეორებ, რომ მოსაგებად ვიყავით ჩამოსული. ‘შავი ლომი’ კარგად თამაშობდა რაქში, აგრესიულად და კონცენტრირებულად, რითაც გვაიძულა შეცდომები დაგვეშვა, თუმცა, ბევრი შეცდომა ჩვენითაც დავუშვით. შეტევაში რამდენიმე დასანანი ბურთი დავკარგეთ", - თქვა პერვუხინმა.

შეგახსენებთ, აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფს "შავი ლომი" 15 ქულით (3 მოგება, 1 წაგება) სათავეში ჩაუდგა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, ხოლო „ენისეი“ და "თელ-ავივ ჰითი" 12-12 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. „შავ ლომს“ მომდევნო მატჩი სწორეს ისრაელის გუნდთან ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112214