კალათბურთი

1:12 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 11 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-13 ტურში ბექა ბურჯანაძის „ბეტისი“ „ჟუვენტუტს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 82:84 დამარცხდა. სევილიელებმა მეორე და მეოთხე პერიოდი შესაბამისად, 13 და 12 ქულით მოიგეს, მაგრამ მესამე პერიოდი საშინლად ჩაატარეს და 23-ქულიანი სხვაობით დათმეს, რის გამოც მარცხი განიცადეს, ვინაიდან პირველი პერიოდი სტუმრებს 4 ქულით ჰქონდათ წაგებული.

ბურჯანაძემ პარკეტზე 25:29 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა.

„ბეტისი“ 2 მოგებით და 11 წაგებით სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-18 ადგილზეა და მომდევნო ტურში 19 დეკემბერს „ბასკონიას“ უმასპინძლებს.

0.109237