ფეხბურთი

23:48 | 11.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რანგნიკმა საუკუნისწინანდელი მიღწევა გაიმეორა

პრემიერლიგის მე-16 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სტუმრად აუტსაიდერი „ნორვიჩი“ კრიშტიანუ რონალდუს პენალტით 0:1 დაამარცხა.

აღმოჩნდა, რომ მანკუნიანელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა, მანჩესტერელთა ლამის საუკუნოვანი მიღწევა გაიმეორა. მან თავის პირველ ორ სადებიუტო მატჩში „მშრალი“ გამარჯვება მოიპოვა.

ასეთი რამ ბოლოს 1903 წელს მომხდარა, როცა გუნდს ერნესტ მენგნალი თავკაცობდა.

0.114891