სხვა

0:10 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლარა გუტ-ბერამიმ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონმა, შვეიცარიელმა ლარა გუტ-ბერამიმ სენტ მორიცში გამართული სუპერ გიგანტის რბოლა მოიგო. მისთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი, კარიერაში მე-17 გამარჯვებაა ამ ჩქაროსნულ სახეობაში. ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა იტალიელი სოფია გოჯა, ვინც წინ სამი რბოლა მოიგო. მესამე ადგილი ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა დაიკავა.

გუტ-ბერამიმ ფინიშს წუთსა და 19.82 წამში მიაღწია. გარმიშ პარტერკირხენში თებერვალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ეს მის მიერ მსოფლიო თასზე მოგებული პირველი რბოლაა. სენტ მორიცში ეს მის მიერ მოპოვებული მესამე გამარჯვებაა. ისე კი მსოფლიო თასის 33 რბოლა აქვს მოგებული.

ამ სეზონში გუტ-ბერამიმ მსოფლიო თასზე ორი რბოლა დაასრულა მეორე ადგილზე. პირველი - გიგანტური სლალომი იყოავსტრიის ზოლდენში, მეორე კი - სუპერ გიგანტი კანადის ლეიკ ლუისში.

გოჯა ამჯერად მხოლოდ მეორე იყო. ის გამარჯვებულს 0.18 წამით ჩამორჩა. ამგვარად, ბოლო ოთხ ეტაპზე, მან 400 შესაძლებლიდან, 380 ქულა დააგროვა. რაც შეეხება შიფრინს, ეს მსოფლიო თასზე მისი მე-200 რბოლა იყო და კვარცხლბეკზე 111-ედ დადგა!

„ძალიან მიხარია. ისე ვისრიალე, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. ეს არ იყო იოლი, რადგან ხედვა გაუარესებული იყო. შეტევასთან ერთად, სიფრთხილის გამოჩენაც საჭირო იყო. მოკლედ, ბედნიერი ვარ“, - განახცადა გუტ-ბერამიმ, ვინც ამ მოგებით, სუპერ გიგანტში ლიდერ გოჯას გაუთანაბრდა. სენტ მორიცის რბოლის შემდეგ, ორივეს 180 ქულა აქვს.

0.122718