რაგბი

19:19 | 11.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"შავმა ლომმა" რუსეთის ჩემპიონი "ენისეი" დაამარცხა

„შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის მორიგ შეხვედრაში რუსეთის ჩემპიონ „ენისეის“ დაუპირისპირდა, რომელთანაც ერთად ამ ტურამდე ჯგუფში ლიდერობას იყოფდა. ამდენად, ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო.

„შავი ლომი“ წინა ტურში მოულოდნელად პენზის „ლოკომოტივთან“ დამარცხდა, ამჯერად კი რეაბილიტირება მოახერხა და გამარჯვება მოიპოვა - 27:20.

ლევან მაისაშვილის გუნდმა ორი ლელო მიითვალა, ორივე პირველ ტაიმში - ჯერ ალექსანდრე თოდუამ და მერე შალვა მამუკაშვილმა. გარდა ამისა, გუნდს ქულები ერთი გარდასახვით და 5 ჯარიმით გიორგი ბაბუნაშვილმა შესძინა. ისიც ვთქვათ, რომ რუსეთის ჩემპიონმა მარცხის მიუხედავად, ბონუს ქულა მაინც მოიპოვა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფს "შავი ლომი" 15 ქულით (3 მოგება, 1 წაგება) სათავეში ჩაუდგა და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, ხოლო „ენისეი“ და "თელ-ავივ ჰითი" 12-12 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. „შავ ლომს“ მომდევნო მატჩი სწორეს ისრაელის გუნდთან ელოდება.

0.11459