ფეხბურთი

16:25 | 11.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტ ჯორჯიამ" და "რუსთავმა" ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნეს

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-სა და ლიგა 3-ს პლეი-ოფის მატჩები გაიმართა და გაირკვა, რომ ლიგა 2-ში ადგილი „ვიტ ჯორჯიამ“ და „რუსთავმა“ შეინარჩუნეს, ხოლო ფოთის „კოლხეთმა“ და „თბილისი სითმა“ აღზევება ვერ მოახერხეს.

„ვიტ ჯორჯია“ „თბილისი სითისთან“ პირველი მატჩი სტუმრად 3:2 ჰქონდა მოგებული და ამჯერად საკუთარ მოედანზეც მოახერხა მისი დამარცხება - 2:1. შედეგად, „ვიტელებმა“ ორი მატჩის ჯამში 5:3 მოიგეს და ეროვნულ ლიგა 2-ში დარჩნენ.

გაცილებით დაძაბული იყო ფოთის „კოლხეთისა“ და „რუსთავის“ დაპირისპირება. პირველი მატჩი რუსთავში უგოლოდ დასრულდა, ისევე როგორც საპასუხოს 90 წუთში არ გასულა გოლი და დამატებითი დრო დაინიშნა. აი, აქ ორივე გუნდმა გოლები გაცვალეს და ორრაუნდიანი დუელი 1:1 დასრულდა. საბოლოოდ, გამარჯვება „რუსთავს“ დარჩა და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით ეროვნულ ლიგა-2 ში ადგილის შენარჩუნება მოახერხა.

„ვიტ ჯორჯია“ – „თბილისი სითი“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 მუზაშვილი (19), 1:1 ტატანაშვილი (27, პენ), 2:1 ნაჭყებია (45, პენ)

„კოლხეთი“ – „რუსთავი“ 1:1 დ.დ (0:0)

გოლები: 0:1 კურმაშვილი (100), 1:1 შალიკაშვილი (110)

0.115116